“შევხვდი ჩვენს სამხედრო მფრინავებს, რომლებიც სწავლებას კანადაში, მფრინავთა მომზადების საერთაშორისო სკოლაში გადიან. მფრინავები ემზადებიან, რათა მზად იყვნენ თანამედროვე გამანადგურებლების, მათ შორის F-16-ისა და „გრიპენის“ ასათვისებლად და უკრაინის საბრძოლო ავიაციის გასაძლიერებლად
ყველაფერს ვაკეთებთ ცის დასაცავად, ამისთვის კი მთავარი კარგი და მოტივირებული მფრინავები არიან. ვამაყობთ, რომ უკრაინაში, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, ახალგაზრდა მფრინავების ასეთი თაობა გვყავს. მადლობა კანადას, ყველა ინსტრუქტორსა და სასწავლო ცენტრს ხარისხიანი მომზადებისთვის” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და შეხვედრის ამსახველ კადრებს აქვეყნებს

Discussion about this post