მსოფლიოში სურსათის ფასები 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა .ინფორმაციას BPN გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ფასები ივლისთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა, ძირითადად მარცვლეულის, შაქრისა და რძის პროდუქტების გამო. შაქრის ფასებმა აგვისტოში 11.9%-ით მოიმატა, ხოლო ხორბლის – 2.6%-ით. საერთო ჯამში, ხორბლის ფასები გასულ წელთან შედარებით უკვე 15%-ით არის მომატებული.
ხორცის ფასების ინდექსი თვეში 1%-ით გაიზარდა, რაც გამოიხატა ფრინველის, ღორის და ცხვრის ხორცის ფასების ზრდით. FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა.

Discussion about this post