ტრამპის თქმით, მისმა შვილმა ფული დაუბრუნა რუს ბიზნესმენს, რომელმაც მისი ქორწილის ხარჯები ნაწილობრივ დაფარა .ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში უთხრა
„ეს სრულიად ნებადართულია და წვეულებებს ბევრი აწყობს, თუმცა, როგორც ვიცი, მან მას ფული დაუბრუნა. როდესაც ეს ამბავი გავიგე, მას ვკითხე, მან კი მიპასუხა: „არა, მამა, მე მათ ყველაფერს ვუბრუნებ“. ეს ცოტა ხნის წინ იყო, ასე რომ, როგორც ვიცი, მან ეს თანხა გადაიხადა” -თქვა ტრამპმა
საგამოძიებო მედიაპლატფორმა ProPublica-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც კრემლთან დაახლოებულმა ოლიგარქმა და კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, უმარ კრემლიოვმა, ასობით ათასი დოლარით დააფინანსა დონალდ ტრამპ უმცროსისა და მისი მეუღლის, ბეტინას საქორწილო წვეულებები ბაჰამის კუნძულებზე. ტრამპ უმცროსის მეუღლემ განაცხადა, რომ კრემლიოვი მათი „ახლო მეგობარია“ და ეს იყო უბრალოდ „კეთილშობილური საქორწილო საჩუქარი“. თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლიოვს საერთოდ არ იცნობს

Discussion about this post