“ყოველდღე და ყოველღამე ვიცავთ თავს რუსული დარტყმებისგან. გუშინ ხერსონის ოლქში რუსებმა FPV-დრონით დაარტყეს მამათა მონასტერს. სამწუხაროდ, მონასტრის ერთი მსახური დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხარკოვის, სუმისა და ოდესის ოლქებში. დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში იერიში მიიტანეს საცხოვრებელ სახლებზე. გუშინ საღამოდან დარტყმების სამიზნე ასევე გახდა ვინიცის, კიევის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქები.
მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის ფედერაციამ ჩვენს წინააღმდეგ 2000-ზე მეტი დამრტყმელი დრონი, 1700 ავიაბომბი და სხვადასხვა ტიპის 19 რაკეტა გამოუშვა. უკრაინა მუდმივად ეძებს და პოულობს გზებს, თუ როგორ დაიცვას თავი და უპასუხოს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ამ იერიშებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორებიც ეძებდნენ და პოულობდნენ გზებს, რათა აიძულონ რუსეთი, თავად იგრძნოს საკუთარი ომი. სწორედ ახლაა შესაფერისი მომენტი აგრესორის წინააღმდეგ ახალი სანქციების ასამოქმედებლად და ძალის გზით მშვიდობის იძულებისთვის. შესაბამისი შესაძლებლობები აქვს ამერიკას, ევროპას და „დიდი შვიდიანის“ ყველა ქვეყანას. ჩვენ ახალი, ძლიერი ნაბიჯების იმედი გვაქვს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება.“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

Discussion about this post