თერჯოლაში, კლინიკაში გარდაიცვალა მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა .
“უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული. იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენ სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს” – წერია ნახშირღელეს სკოლის გვერდზე.

Discussion about this post