სამტრედიის №11 საჯარო სკოლაც რეაბილიტაციის საბაბით დაიხურა . ინფორმაციას მთავარი ამბები ავრცელებს და წერს, რომ 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს. 15 სექტემბრიდან I-IV კლასის მოსწავლეები №2 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ, ხოლო V-XII კლასები ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას. მშობლების ინფორმაციით, ონლაინ გაკვეთილების ხანგრძლივობა თითოეულ საგანში 20 წუთია.
№11 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დოკუმენტებიდან ირკვევა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „მანე ლუქსთან“ ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად 16 თვეა განსაზღვრული.
რესურსცენტრის განმარტებით: ,,სკოლა არ დახურულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო №11 საჯარო სკოლა სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა: 1-4 კლასები სწავლობენ ალტერნატიულ ფართში, დასწრებით, მეორე ცვლაში, ხოლო 5-12 კლასებში საგაკვეთილო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს”.

Discussion about this post