“მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას წაშლის და ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს განვითარება ხელოვნურად გავლებული ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ უზრუნველყოფა, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა” -თქვა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

Discussion about this post