პუტინის პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფო დუმაში 349 ადგილი მოიპოვა, კომუნისტურმა პარტიამ 37 ადგილი, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ – 23, „ახალმა ხალხმა“ – 19, ხოლო „სამართლიანმა რუსეთმა“ – 17, „როდინამ- 1“ -განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ. მისივე თქმით, “საერთო ჯამში, მეცხრე სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობა ბოლო სამი ასეთი კამპანიის განმავლობაში რეკორდულად მაღალი იყო და 59.8%-ს გადააჭარბა”
რუსეთის დუმაში ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” [SVO] 46 მონაწილე ან ვეტერანი აირჩიეს
“სახელმწიფო სათათბიროში SVO-ს გმირები მაქსიმალურ წვლილს შეიტანენ თავიანთ სფეროებში სხვადასხვა ინიციატივების ჩამოყალიბებაში” -ასე გამოეხმაურა სამხედროების დეპუტატობას კრემლის პრესსპიკერი პესკოვი

Discussion about this post