სამტრედიაში მატარებლის შეჯახების შედეგად 21 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა კაცს ბათუმი-ქუთაისის მატარებელი შეეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მრავლობითი დაზიანება მიიღო და მისი მდგომარეობა მძიმე იყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

Discussion about this post