კანადაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა მონრეალიდან 50 კმ-ის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურები სენტ-ბრიჟიდ-დ’იბერვილში შაბათს, ადგილობრივი დროით 14:30 საათის შემდეგ მალევე გამოიძახეს, სადაც მათ ცეცხლმოკიდებული ვერტმფრენი დახვდათ და მასში მყოფი პირები ადგილზევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. მათივე ცნობით, კატასტროფის გამოძიებას სათავეში უდგას კვებეკის პოლიციის მძიმე დანაშაულთა გამოძიების განყოფილება, რომელიც შემთხვევის ადგილის ტექნიკოსებთან და კანადის ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს გამომძიებლებთან ერთად მუშაობს.
“მსხვერპლთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ხომალდი, სავარაუდოდ, კერძო ვერტმფრენი იყო” – განაცხადა სერჟანტმა ოდრი-ენ ბილოდომ.

Discussion about this post