ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავარიის შედეგად დაღუპულია 5 წლამდე ასაკის ბავშვი. დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი. მთავარის ინფორმაციით, ყველა მათგანი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მიკროავტობუსი შეეჯახა. მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის შენობაში, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

Discussion about this post