რესტორანში პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით ახალციხის საკრებულოში ოცნების დეპუტატის, დავით სამსონიძის შვილი დააკავეს, მოგვიანებით კი სიტყვიერი შენიშვნით გაათავისუფლეს . ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს და წერს, რომ რესტორანში დაპირისპირება 26 სექტემბერს მოხდა. დაკავებული ვლადიმერ (ვაკო) გარსევანიშვილი დღეს, 28 სექტემბერს მოსამართლის გადაწყვეტილებით, სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე, დარბაზიდან გაათავისუფლეს

Discussion about this post