კახა კალაძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმეს . ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე, ალექსი კენჭოშვილი დააჯარიმა. საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებულ მოკვლევას მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მიიღო.

Discussion about this post