მარნეულში 13 წლის მოზარდმა ტყუპები გააჩინა. ერთ-ერთი ახალშობილი გუშინ ღამით დაიღუპა, მეორე მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე

Discussion about this post