ხელოვნურმა ინტელექტმა ექვს საათში გაშიფრა ნაპოლეონის შიფრი, რომელიც 217 წლის განმავლობაში წაუკითხავი იყო. ინფორმაციას Euronews ავრცელებს და წერს, რომ 1809 წლის ფრანგული სამხედრო დეპეშის გაშიფვრა, რომელიც ისტორიკოსებისა და კრიპტოლოგებისთვის ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა, OpenAI GPT-6 Astra მოდელის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. ცნობილის, რომ დოკუმენტი ეჟენ დე ბოარნეს შტაბ-ბინიდან გენერალ ოგიუსტ დე მარმონტს გაეგზავნა და საფრანგეთ-ავსტრიის ომის წინა დღეს საიდუმლო ინსტრუქციებს შეიცავდა. როგორც Euronews წერს, აღნიშნულ წერილში საუბარი ბავარიული, პოლონური და ფრანგული ჯარების პოზიციებსა და რაოდენობას, ასევე მარმონტისთვის გაცემულ ბრძანებებს შეეხებოდა

Discussion about this post