საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება “ურანის” უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
მათვდე ცნობით, “გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა “ურან-238″-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა.”
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

Discussion about this post