TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

იტალიაში, ქართველი მომვლელების სავარაუდო ექსპლუატაციის ფაქტზე, 29 პირი დააკავეს – დეტალები

დააკავეს კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, 6 თვის შვილი ნაგვის ურნაში გადააგდო ( უცხოეთი)

Yellow Tape Showing Text Police Line Do Not Cross Restricting a Crime Scene Area At Night. Close Up Aesthetic Shot with Bokeh Effect and Flickering Lights. Criminal on the Loose Strikes Again

იტალიაში არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობის, დოკუმენტების გაყალბებისა და ქართველი მომვლელების (ბადანტების) შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიის ფინანსური პოლიციის (Guardia di Finanza) ცნობით, ოპერაციის ფარგლებში ფაქტზე 29 პირი დააკავეს, საერთო ჯამში, საქმეში 101 ადამიანი ფიგურირებს.

მერანოს პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც პროკურორის მოადგილე იგორ სეკო ხელმძღვანელობს, იტალიის 10 ქალაქში (ბოლცანო, ტრენტო, უდინე, კროტონე, რეჯო ემილია, რეჯო კალაბრია, გორიცია, პორდენონე, პიზა და ბოლონია) 95 ჩხრეკა ჩატარდა. სპეცოპერაციაში 220-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

გამოძიების ვერსიით, ჯგუფს საქართველოს ორი მოქალაქე ხელმძღვანელობდა, რომლებიც თანამემამულეებს იტალიაში არალეგალურად ჩაყვანას სთავაზობდნენ. ჩასვლის შემდეგ ქალებს იტალიის მოქალაქის მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში აბინავებდნენ, რის შემდეგაც სამხრეთ ტიროლსა და ტრენტინოში მცხოვრებ ოჯახებში ასაქმებდნენ. აღნიშნულ ოჯახებს უკანონო სქემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. სქემაში ასევე ჩართული იყო მერანოში მოქმედი, ფორმალურად რეგისტრირებული დასაქმების სააგენტო, რომელსაც ორი იტალიელი მართავდა.

გაყალბებული დოკუმენტაციისა და პერსონალური მონაცემების ცვლილების გზით, 100-ზე მეტ ქართველ ქალზე ყალბი საგადასახადო კოდები (codici fiscali) გაიცა, რის შედეგადაც ისინი საბუთებში ევროკავშირის მოქალაქეებად ფიქსირდებოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი სრულად აკონტროლებდა დასაქმებულთა ცხოვრებას: ჩამორთმეული ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები;

ოჯახიდან ოჯახში გადაჰყავდათ მათი თანხმობის გარეშე; სამუშაოს შენარჩუნებისა და “ფიქტიური ლეგალიზების” სანაცვლოდ, ქალებს აიძულებდნენ ხელფასის ნაწილი ან დამატებითი თანხები შუამავლებისთვის (“კაპორალებისთვის”) გადაეხადათ.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ვარგისი ყალბი დოკუმენტები. საქმეზე წინასწარი გამოძიება გრძელდება.იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულები უდანაშაულოდ ითვლებიან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

გაზიარება
წინა პოსტი

ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდი — და საქართველო მზად უნდა იყოს-ზურა სიხარულიძე

შემდეგი პოსტი

ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'