საფრანგეთში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე 12 ოქტომბრის ღამეს მასშტაბური კიბერშეტევა იყო. ჰაკერებმა დისტანციურად მოიპოვეს კონტროლი იმ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მაღაზიებში მაცივრებისა და საყინულეების ტემპერატურას არეგულირებს. მათ
საყინულეების პარამეტრები შეცვალეს და ტემპერატურა რიგ შემთხვევებში +50°C-მდე ასწიეს. მაცივრები 6 საათზე მეტხანს ამ რეჟიმში მუშაობდნენ.
თავდასხმა შეეხო რამდენიმე მსხვილ ფრანგულ ქსელს, მათ შორის Intermarché, Coopérative U და E.Leclerc-ს. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი მაღაზია დაზარალდა. სუპერმარკეტები იძულებულები გახდნენ გადაეყარათ ტონობით გაყინული და მალფუჭებადი პროდუქტი. წინასწარი შეფასებით, მიყენებული ზარალი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მილიონ ევროს შეადგენს. პარიზის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

Discussion about this post