ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობკომპანია „საუდი არამკოს“ ადმინისტრაციული შენობა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს – შენობაში ხანძარი გაჩნდა . ინფორმაციას Reuters ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. Reuters-ს კომპანიის წყარომ განუცხადა, რომ დაზიანდა საოფისე ცათამბჯენი, კერძოდ, მისი ზედა სამი სართული. გამოცემა წერს, რომ კომპლექსში „საუდი არამკოს“ ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო ცენტრია განთავსებული, რომელიც კომპანიის სახმელეთო და საზღვაო ნავთობის ჭაბურღილების, მილსადენების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საექსპორტო ტერმინალების ფართო ქსელს მართავს.
ირანის მოკავშირე იემენელი „ჰუსიტები“ უკვე ერთი კვირაა, საუდის არაბეთის მნიშვნელოვან ობიექტებს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით უტევენ.

Discussion about this post