„უფალი ამბობს – როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ, თქვენც ისე მოექეცით მათ. რა საზღაური გექნებათ თუ მარტო ახლობლები და თქვენი მოყვარეები გეყვარებათო, ამას ხომ წარმართები და ცოდვილებიც აკეთებენ. ქრისტიანის სიყვარული ჩვეულებრივ სიყვარულს უნდა აღემატებოდეს და ყველა ადამიანზე უნდა ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც. შური არ ვიძიოთ, ბოროტებით არ ვუპასუხოთ ბოროტებას, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს ბოროტების წახალისებას და ხელის დაფარებას, რადგან ბოროტების ნებისმიერ გამოვლინებას უნდა შევეწინააღმდეგოთ და უნდა აღმოვფხვრათ და პირველ რიგში უნდა აღმოვფხვრათ სიყვარულით, სიკეთით, ქველმოქმედებით, ლოცვით, შეგონებით“ – განაცხადა პატრიარქმა შიო III.

Discussion about this post