თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრემიერ ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრება. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი 24 აგვისტოს წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში თქვეს, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს. გამოძიების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიზნესმენისგან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან, 750 000 ლარი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზეც. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა

Discussion about this post