სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან 29 წლამდე ასაკის 31 828-მა ადამიანმა დატოვა.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, (17 105 ) ემიგრანტი 25-29 წლის ასაკობრივ სეგმენტს წარმოადგენს, ხოლო 20-24 წლის ასაკის 14 723 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში სულ 114 374 ადამიანი წავიდა, მათ შორის 68 152 კაცი და 46 222 ქალი.

Discussion about this post