რუსებმა უკრაინაში საცხოვრებელი სახლი დაბომბეს – დაიღუპა 3 ადამიანი, 2 კი დაშავდა . ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე თავდასხმა 20 ოქტომბერს, დილის 10:04 საათზე მოხდა. როგორც დონეცკის ოლქის განცხადებაშია აღნიშნული, იერიშის შედეგად სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. მათივე ცნობით, მძიმე დაზიანებები მიიღეს მუნიციპალური საწარმოს თანამშრომლებმა, რომლებიც აქტიურ საბრძოლო ზონაში თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და მოსახლეობის საბაზისო საჭიროებებს უზრუნველყოფდნენ. კრამატორსკის რაიონული პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, მომხდარ ფაქტზე ომის დანაშაულის მუხლით (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი) წინასწარი გამოძიება დაიწყო.

Discussion about this post