ტიბეტში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი . ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 16, ხოლო დაშავებული სულ მცირე 54 ადამიანი. ექიმების ცნობით, 11 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
როგორც მედია წერს, სტიქიის ეპიცენტრში 330-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა ჩამოინგრა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამაშველო და სამძებრო ოპერაციებში კი 1 600-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები, 300-ზე მეტი პოლიციელი და ასობით მეხანძრე-მაშველია ჩართული
სპეციალისტების განცხადებით, ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რომელიც აღნიშნულ რეგიონში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ეპიცენტრში ზარალის შეფასება და ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

Discussion about this post