TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის-მთავარეპისკოპოსი ზენონი

პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის-მთავარეპისკოპოსი ზენონი

“პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის. ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის თანდათანობით გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც მმართველი ძალა თავად წყვეტს, ვის აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ვის არა, იგი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს, მოქალაქეს კი ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას. ასე იწყება დემოკრატიული წყობის დემონტაჟი, გზა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში დიქტატურის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს. ასეთ ვითარებაში კანონი სამართლიანობის დაცვის ნაცვლად ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად იქცევა, შიში ცვლის თავისუფალ აზრს, საზოგადოებრივი თანხმობა კი იძულებით მორჩილებას უთმობს ადგილს. საბოლოოდ, იზღუდება ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილების შესაძლებლობა, სუსტდება სახელმწიფო ინსტიტუტები და ირღვევა საზოგადოებრივი ნდობა.

როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ალტერნატივის ჩახშობას იწყებს, იგი მხოლოდ მოწინააღმდეგეს არ ებრძვის, არამედ იმ საფუძველს ანგრევს, რომელზეც თავისუფალი სახელმწიფო დგას. ქვეყნის მომავალი ვეღარ განისაზღვრება მოქალაქეთა თავისუფალი ნებით და ძალაუფლება თავად იქცევა საკუთარ კანონად. ასეთ გზაზე ყალიბდება სახელმწიფო, რომელშიც მოქალაქე ხელისუფლების წყარო აღარ არის, არამედ მისი მორჩილების ობიექტია.

მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების მონოპოლიზებას, ადამიანის თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების შელახვას ცდილობს, არსობრივად შეუთავსებელია ქრისტიანული ეკლესიის მისიასთან. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ვერ დაეფუძნება ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს” -წერს მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში

გაზიარება
წინა პოსტი

რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომში წაიყვანონ

შემდეგი პოსტი

ბელგრადში საპარლამენტო არჩევნების წინ მასშტაბური სააგიტაციო მიტინგები გაიმართა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'