რუსთავში რამდენიმე ბავშვს კოკსაკის ვირუსი დაუდასტურდა . ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “ინფო რუსთავი” N1 დიაგნოსტიკური ცენტრის პედიატრზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ბაღებში არის ეს ვირუსი ამ დროისთვის. ჩვეულებრივი მოვლენაა არაფერი განსაკუთრებული. ვერ ვიტყვი რომ წელს რაღაცა განსაკუთრებულად ბევრია ინფიცირების შემთხვევა. ამ პერიოდში ყოველთვის მატულობს ხოლმე ვირუსის შემთხვევები და არ მახსოვს რომ გართულებულიყოს. ინფიცირების გზა არის ძალიან მარტივი შეხებით გადადის და სასურველია, როდესაც დედა შეამჩნევს ბავშვის კანზე გამონაყარს, ხელების და ფეხების მიდამოში ან პირში, არ წაიყვანოს ბაღში” -განაცხადა პედიატრმა, ნინო კიკილაშვილმა “ინფო რუსთავთან” საუბრისას.

Discussion about this post