ოკუპირებულ ყირიმში ტამანის ელექტროქვესადგური იწვის
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ ხანძარი თანამგზავრმა დააფიქსირა. მათივე ცნობით, უკრაინის იერიშის შემდეგ დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ქვესადგური სტაროტიტაროვსკაიასთან მდებარეობს და ყირიმის ენერგოხიდის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც ნახევარკუნძულს რუსეთიდან ელექტროენერგია მიეწოდება. დილით დენის მიწოდება სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში აღდგა, თუმცა უშუქოდ რჩება იალტა, ჯანკოი და სუდაკი

Discussion about this post