ქართულ ბიზნესს 92.5 მილიარდი ლარის ვალი აქვს .ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია საუბარი, რომელიც 2025 წლის მონაცემებს ასახავს. საქსტატის მიერ არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებულ ანალიტიკაზე დაყრდნობით ინფორმაციას BM. ge ავრცელებს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 82.1 მილიარდი ლარიდან 92.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები 23.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 92.5 მლრდ ლარის ვალდებულებებიდან, კომპანიებს 18 მლრდ ლარის (დაახლოებით 19.5%) ვალდებულება აქვთ უცხოურ ვალუტაში, საიდანაც უშუალოდ არარეზიდენტების მიმართ არსებულმა ვალმა 11.2 მლრდ ლარი შეადგინა. [არარეზიდენტები მოიცავს უცხოურ ბანკებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. საქსტატის ინფორმაციითვე, კომპანიებმა 2025 წელს ვალის მომსახურებაზე (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირის და პროცენტის გადასახადის სახით) 13.2 მილიარდი ლარი დახარჯეს, საიდანაც უშუალოდ სესხის პროცენტის ხარჯი 2.1 მილიარდი ლარი იყო.

Discussion about this post