ნორვეგიის პრემიერსა და ფინეთის პრეზიდენტს პუტინის შემდეგ სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან ჰქონდათ. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა:
“ალექსანდრ სტუბმა და იონას გარ სტორემ რუსეთის ხელმძღვანელს მკაფიოდ განუცხადეს, რომ საჭიროა რეალური დეესკალაციური ნაბიჯები ჩვენს ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. განვიხილეთ ნოემბერში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის მომზადება გუნდების – უკრაინული, ამერიკული და რუსული მხარეების დონეზე. ფინეთსა და ნორვეგიას, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებული ინტერესი აქვთ სწორ და საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტილებებში. ასევე განვიხილეთ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთქმედების სხვადასხვა ფორმატები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს დიპლომატიის, ჩვენი თავდაცვისა და ერთობლივი უსაფრთხოების შემდგომი მხარდაჭერისთვის.
მშვიდობა უნდა დამყარდეს, დეესკალაცია აუცილებელია და რუსეთის მიერ ომის გაჭიანურება უნდა შეწყდეს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთანაა!” – წერს ზელენსკი

Discussion about this post