საქართველოში კაზინოებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ . პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს.
საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
აღნიშნული ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. ახალი რეგულაციით, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების ორგანიზებისას გარკვეული საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

Discussion about this post