TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

კომპანიამ ქუთაისის მერიისგან 465-ათასიანი უკონკურენტო კონტრაქტი მიიღო

კომპანიამ ქუთაისის მერიისგან 465-ათასიანი უკონკურენტო კონტრაქტი მიიღო

 კომპანიამ ქუთაისის მერიისგან 465-ათასიანი უკონკურენტო კონტრაქტი მიიღო, 2 თვეში მისმა მფლობელმა ოცნებას 55 ათასი ჩაურიცხა . ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ავრცელებს:

 „2026 წლის 3 აგვისტოს ჯუსტალი ისიანმა „ქართულ ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა. ეს პარტიისთვის მისი პირველი შემოწირულება იყო.
მანამდე, 8 ივნისს, ქუთაისის მერიამ ისიანის კომპანიასთან, შპს „მშენებელი 2018“-თან, ფურცელაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე 465 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა (NAT260009000). ამ ტენდერში „მშენებელი 2018“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ისიანი კომპანიის 100%-იანი მფლობელია.

ტენდერის პირობით, პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 1.4 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოები. „მშენებელი 2018“-მა ეს მოთხოვნა იმ სამუშაოებით დააკმაყოფილა, რომლებიც 2024–2025 წლებში თავად ქუთაისის მერიის სამ ხელშეკრულებაზე ქვეკონტრაქტორის სტატუსით შეასრულა (NAT230027607, NAT250000055, NAT250004021). მერიამ ეს ხელშეკრულებები სხვა კომპანიებთან გააფორმა და სამივე შემთხვევაში „მშენებელი 2018“-ის ქვეკონტრაქტორად აყვანაზე თანხმობა გასცა. სამიდან ორ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო.

ქუთაისის მერიას „მშენებელი 2018“-ისთვის შესყიდვის კონტრაქტები პირდაპირ, ტენდერის გარეშეც აქვს გადაცემული. 2022–2024 წლებში მერიამ ისიანის კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვების ექვსი კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, მათი ჯამური ღირებულება 423 468 ლარია. მათგან ხუთის (419 786 ლარი) საფუძვლად მერიამ „გადაუდებელი აუცილებლობა“ ან „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება“ მიუთითა.

აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს „მშენებელი 2018“-მა მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც მიიღო, რომელიც 29 მაისს უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონზე მოიგო” -წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

გაზიარება
წინა პოსტი

საკუთარი გამოსვლებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამყარებენ ამ სარჩელს-ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

გამოქვეყნდა 2026 წლის სექტემბრის პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'