უკრაინამ 2-კვირიანი პაუზის შემდეგ რუსულ ნავთობობიექტებზე თავდასხმები განაახლა .Moscow Times-ის ცნობით, უკრაინელებმა გასულ ღამეს ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ქარხანა “როსნეფტს” ეკუთვნის და ის წელიწადში საშუალოდ 8,3 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს.
თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმის შედეგად ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა – დაკვამლიანების დანახვა რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებითაც შესაძლებელი იყო. ეს 15 ოქტომბრის შემდეგ პირველი უკრაინული თავდასხმა იყო რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. მაშინ უკრაინელებმა რიაზანის ნავთობქარხანა დაბომბეს.

Discussion about this post