2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჩინეთიდან რეკორდული რაოდენობის, 7 443 ერთეული ავტომობილი შემოვიდა – მათი საერთო ღირებულება 71.103 მილიონი აშშ დოლარია ინფორმაციას ამის შესახებ BPN საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, გასულ წელთან შედარებით იმპორტი რაოდენობრივად 65%-ით, ხოლო ღირებულებით 75.9%-ით გაიზარდა
იმპორტის ზრდასთან ერთად იმატა ავტომობილების საშუალო ფასმაც. 2026 წლის 9 თვეში ჩინური ავტომობილის საშუალო ღირებულებამ 9.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 8.9 ათასი დოლარ იყო.

Discussion about this post