TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ლუხუმა ახმეტაში დაჭრილი და დაუძლურებული იპოვეს”

“ლუხუმა ახმეტაში დაჭრილი და დაუძლურებული იპოვეს”

“ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა 🥹💔
მისი ისტორია ივნისის ბოლოს დაიწყო, როცა პანკისის ხეობაში დაუძლურებული ბარტყი იპოვეს, რომელიც ფრენას ვეღარ ახერხებდა და თბილისში ჩამოიყვანეს. მპოვნელებმა მას ლუხუმა დაარქვეს.

ვეტერინარიუმში ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ კუჭში ქვები ჰქონდა. ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ბატკანძერს ქვები გასტროსკოპიის საშუალებით ამოუღო, ანესთეზია კი გიორგი მახარაძემ წარმართა. მოგვიანებით, სავარაუდო პოქსვირუსული ინფექციის გამო, მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. ვეტერინარიუმის, თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები და მის გადარჩენაში ჩართული გუნდის წევრები თვეების განმავლობაში უვლიდნენ, მკურნალობდნენ და ბუნებაში დასაბრუნებლად ამზადებდნენ.

ოქტომბერში, გამოჯანმრთელებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ლუხუმა პანკისის ხეობაში, ტბათანაში, თავის ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. გათავისუფლებამდე ლუკა ტყემალაძემ და ლექსო გავაშელიშვილმა მას GPS გადამცემი დაუმაგრეს, რომ მისი გადაადგილებისთვის თვალყური ედევნებინათ.

3 დღის წინ მისგან მიღებულმა პირველმა სიგნალმა ყველა გაგვახარა, გუშინ კი ლუხუმა ახმეტაში დაჭრილი და დაუძლურებული იპოვეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ის თბილისის ზოოპარკში გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვეღარ მოხერხდა: თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია და ფრინველი მიყვანიდან მალევე დაიღუპა 💔 აქვე განვმარტავთ, რომ ბატკანძერი ლეშიჭამია ფრინველია და არც პირუტყვს, არც შინაურ ფრინველებსა თუ სხვა ფერმერულ ცხოველებს საფრთხეს არ უქმნის. ლუხუმა არც მოსახლეობას მიახლოებია.

სავარაუდო შეფასებით, საქართველოში სულ 20-25 წყვილი ბატკანძერი ბინადრობს. ასეთი მცირერიცხოვანი პოპულაციისთვის თითოეული ფრინველის დაკარგვა მძიმე დანაკლისია. ლუხუმას სიცოცხლის გადასარჩენად ამდენი ადამიანის ოთხთვიანი შრომა და თავდადება ვიღაცის გასროლამ გაანადგურა 😞

ფოტო გადაღებულია გიორგი მახარაძის მიერ 17 ოქტომბერს, მისი გაშვების დღეს. ტბათანა, პანკისის ხეობა” -წერს გრარული უნივერსიტეტის კლინიკა – Veterinarium სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

გაზიარება
წინა პოსტი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

შემდეგი პოსტი

შვილო გური, როგორ გეძებდი, სად არ ვიარე…_გურამ დადიანიძის დედა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'