უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმატება კიევისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
“რესპუბლიკელების მადლობელი ვარ, თუმცა დემოკრატები სრულიად მკაფიოდ საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერასა და აშშ-ევროპის პარტნიორობის განახლებაზე. თუ კონგრესი მტკიცე ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს, ეს რუსეთის პრეზიდენტზე პირდაპირ გავლენას იქონიებს“ | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ZDF-სთან ინტერვიუში.
ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატელიტურ სისტემაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კიევი მადლიერია ომის საწყის ეტაპზე გაწეული დახმარებისთვის, მასკის პოლიტიკური პოზიცია უკრაინისთვის მიუღებელია. ზელენსკის ცნობით, Starlink-ისა და მისი სამხედრო პლატფორმის ფუნქციონირება, რომელიც უკრაინული დრონების ოპერაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სრულად აღდგა.

Discussion about this post