„ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა, დაახლოებით 0,50 თეთრიდან 1 ლარამდე. რაც შეეხება ღორის ხორცს, ფასი არ გაზრდილა. აღსანიშნავია, რომ საქონლის ხორცის ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი, რადგან ცოცხალი ღირებულება გაიზარდა, თუმცა არის ერთი გარემოება – რუსეთში გაიაფებულია მარცვალი და ასევე, დაახლოებით ერთი თვეა, რაც რუსეთიდან ცოცხალი საქონლისა და საკლავის, ასევე ხორცის იმპორტი განახლდა. ასევე ბელარუსიდან და უკრაინიდანაც განახლდა ხორცის შემოტანა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ხორცი მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა. […] ჩემი ვარაუდით, ფასის მატება მოსალოდნელია დეკემბრის დასაწყისში, საახალწლოდ და ასევე თებერვალშიც. ჩემი ვარაუდით 1 კილოგრამი ხორცი 2 ლარის ფარგლებში გაძვირდება“ – ამბობს „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას

Discussion about this post