პირი, რომელმაც ერთ-ერთი მარკეტიდან 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა, სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს
„…გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ -წერს შსს

Discussion about this post