“ჩვენ ნამდვილად გვსურს სხვაგვარი სიტყვების მოსმენა – მსოფლიოში უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტისა და თავისუფლების მტკიცე მხარდამჭერის სიტყვების. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ვკვდებით თავისუფლებისთვის, ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს ეხება რიგით ადამიანებს, მასწავლებლებსა და ბავშვებს. ეს ისეთი მტკივნეულია. ასე რომ, იმედი მაქვს, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში არსებული სიტუაცია დღეს უფრო დაძაბული გახდება. შეერთებული შტატებისგან სიტყვები და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პუტინისადმი მიმართული სიტყვები იქნება მკაცრი, თუ უკრაინის მხარდაჭერის პაკეტი საკმარისად ძლიერი იქნება, მერწმუნეთ, პუტინი ასე თავისუფლად ვეღარ იმოქმედებს და ვეღარ განახორციელებს თავდასხმებს”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

Discussion about this post