მარნეულში სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 3 ადამიანი . ინფორმაციას 24News ავრცელებს და წერს, რომ სამივე ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა და გზისპირა ტერიტორიაზე აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს მძღოლებმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.

Discussion about this post