გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა 19 წლის ჯარისკაცი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა .ინფორმაციას ამის შესახებ “ქართლის ამბები” ავრცელებს. ბიჭი იმავე დღეს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ძევერას დევნილთა დასახლებიდან იყო. ბიჭი გუშინ, 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ , „21 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, სამხედრო მოსამსახურემ, მალხაზ მურთაზის ძე ბაბუციძემ (დაბ: 2007 წ.) ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება. სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 115 მუხლის პირველი ნაწილით”.

Discussion about this post