გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმაში მონაწილე პირები, მათ შორის უსმან ნურმაგომედოვი, აბუ-დაბიში დააკავეს . ინფორმაციას სოციალურ ქსელში რამდენიმე სპორტული გამოცემა ავრცელებს. მათი ცნობით, ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს შესაძლოა 2-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეთ ჯგუფური თავდასხმის გამო.
დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა.

Discussion about this post