უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა . ინფორმაციას რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს. ყირიმის ხიდზე თავდასხმის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ხიდს უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს, რის გამოც ადგილზე სავალი ნაწილი და ტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა.
“მტერმა ყირიმის ხიდს დაარტყა. შედეგების ლიკვიდაციისთვის ყველა საჭირო სამსახურია ჩართული, ქალაქ ქერჩში კი ოპერატიული შტაბია გახსნილი” – თქვა სერგეი აქსიონოვმა
უკრაინულ მხარეს ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Discussion about this post