თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან
“გრძელდება თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების პროტესტი პროკურატურასთან. ყოველ ორშაბათს 11 საათზე ისინი ითხოვენ საქმის მასალების გადაცემას და შვილის კუთვნილი კომპიუტერის დაბრუნებას და გამოძიების განახლებას“ – წერს თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან ყოველ ორშაბათს საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავს
2020 წლის 18 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია

Discussion about this post