TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დააკავეს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის დირექტორი და კიდევ 3 პირი

თურქეთში 12 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

დააკავეს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის დირექტორი და კიდევ 3 პირი . განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:

„საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი დააკავა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’’ დირექტორი – გელა ძიძიკაშვილი , იმავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი – პაატა სვანიძე, შპს ,,საჩინოს’’ დირექტორი და შპს ,,ინტრანსის’’ დირექტორი – რუსლან დემუროვი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.

მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო’’, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია ,,ინტრანსის’’ მეშვეობით. ხოლო შემდგომ შპს ,,საჩინოდან’’ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, 3ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას’’.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ”; მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს.

დაკავებულთაგან 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ მათგანს 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“ -წერს პროკურატურა

გაზიარება
წინა პოსტი

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

შემდეგი პოსტი

ირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'