თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-3 ფილიალის 0330-ე ბრიგადამ შუახნის მამაკაცის სიკვდილს გადაარჩინა.
უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, რომელსაც პულსი არ ესინჯებოდა, ქუჩაში, ექიმებმა გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების შედეგად გულის მოქმედება და სუნთქვა აღუდგინეს.
პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

Discussion about this post