ჩხუბი, რომელსაც ვერაზე 65 წლამდე კაცი ემსხვერპლა, ავტომობილის პარკირების გამო დაიწყო . დაპირისპირება გოგებაშვილის ქუჩაზე ჯერ სიტყვიერად დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. ცნობილია, რომ კაცი ჩხუბის დროს დაეცა და ასფალტზე თავის დარტყმის გამო გარდაიცვალა
ჩხუბში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ისინი განყოფილებაში არიან გადაყვანილები. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Discussion about this post