TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” სანქციების საკითხი მნიშვნელოვანწილად ინაცვლებს განუხილველი საკითხების სიაში” – გია ვოლსკი

” მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე” – გია ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციაზე

სანქციების საკითხი მნიშვნელოვანწილად ინაცვლებს განუხილველი საკითხების სიაში – არც თავიდან და არც ახლა, არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს, ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ხელს უწყობს სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის და ასევე, ყულევის მდგომარეობის საექსპერტო შეფასება აბსოლუტურად განსხვავდება იმისაგან, რასაც კაია კალასი და მარტა კოსი ამბობენ.

„სანქციების საკითხი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად ინაცვლებს განუხილველი საკითხების სიაში, იმიტომ რომ, როგორც ჩვენ ვამტკიცებდით, არც თავიდან და არც ახლა, არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მითუმეტეს ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ხელს უწყობს სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებას. ეს არაერთხელ დადასტურდა. არსებობს პროფესიონალთა ჯგუფები, რომლებიც ევროკომისიისთვის მუშაობენ, არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც ანალიზს აკეთებენ ყველა მიმართულებით, მათ შორის სანქციების გათვალისწინების საკითხებზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება იმ რეზოლუციებისა თუ განცხადებებისაგან, რომელსაც ჩვენ გარკვეული პოლიტიკური პლატფორმებიდან ვისმენთ. რეალობა განსხვავებულია იმისაგან, რასაც გვთავაზობს თუნდაც ევროპარლამენტი ან ნებისმიერი სხვა ფორმატი, სადაც პოლიტიკოსებს აქვთ ტრიბუნა ხელში ჩაგდებული. საქართველოში არსებული მდგომარეობის, ყულევის მდგომარეობის საექსპერტო შეფასება აბსოლუტურად განსხვავდება იმისაგან, რასაც, მაგალითად, კაია კალასი და მარტა კოსი ამბობენ. ეს არის ამ თემის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ასპექტი,” – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ევროკავშირის მხრიდან სანქციების საფრთხის ფონზე ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია რუსეთის ჩანაცვლებით გადაწყვიტა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის საბჭომ 23 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი მიიღო, რომელშიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოხვდა. სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა ქარხნის წინააღმდეგ სატრანზაქციო აკრძალვა მიიღო და მისი ამოქმედების ვადა 6 თვით განსაზღვრა.

გაზიარება
წინა პოსტი

თბილისში,მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შემდეგი პოსტი

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ფაქტზე, რომელსაც 65 წლამდე კაცი ემსხვერპლა, 2 პირი დააკავეს

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'