მთავრობამ პარლამენტს სვანეთისა და ლეჩხუმის დაცული ტერიტორიების შექმნის პროექტი წარუდგინა – შეიქმნება მყინვარების ეროვნული პარკი ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.
47 480 ჰა-ზე მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში. ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ლეჩხუმის ეროვნული პარკი – 14 253 ჰა-ზე, ხვამლის აღკვეთილი – 2 281 ჰა-ზე, საირმის სვეტების ბუნების ძეგლი – 32.6 ჰა-ზე, რაჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი – 1.6 ჰა-ზე და ღვირიშას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი – 0.35 ჰა-ზე. ასევე შეიქმნება წანერის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ტვიბერის ჩანჩქერი ბუნების ძეგლი, ლეირაყის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ლათაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, უშბის (შდუგრას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ლთნარის ტბის ბუნების ძეგლი და ნამყვამის ტბის ბუნების ძეგლი, რომელთა მართვას მყინვარების ეროვნული პარკის და ლეჩხუმის ეროვნული პარკის ადმინისტრაციები განახორციელებს.
მთავრობის ინფორმაციით, 2028 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება.

Discussion about this post