პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე BMG-სთან აცხადებს, რომ თბილისში პიკის საათებში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვამ და დისტრიბუტორთათვის გამოწერილმა ჯარიმებმა შესაძლოა, პურის გაძვირება გამოიწვიოს.
“მე პურის გაძვირებას [ფქვილის გაძვირების] გამო არ ველოდები – სოციალური პური ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან უამრავი სადისტრიბუციო მანქანა ჯარიმდება. არ არის ჩამოყალიბებული წესები, თუ როგორ უნდა მიიტანოს მანქანამ პური მაღაზიამდე. ყველა ბოძზე საჯარიმო კამერებია ჩამოკიდებული, ჯარიმები ავტომატურად იწერება და ქარხნებს დასტებად მისდით. პატარა თანხებზე არ არის საუბარი, ჯარიმების ქვეყანა გახადეს. ინფრასტრუქტურა მოუმზადებელია, მაღაზიებს პროდუქციის მისაღები ბაქანიც კი არ აქვთ” -ამბობს დოლიძე.
ახალი რეგულაციის თანახმად, დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა სადისტრიბუციო მანქანებზეც ვრცელდება.

Discussion about this post