20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა .ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ანა თავხელიძე ავრცელებს:
„20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სასჯელის სახით“ -წერს ის
ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს გაამართლა

Discussion about this post